27 მარტს რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტის SPG-25-652-ის ფარგლებში ღონისძიება "ქიმია მედიცინასა და სოფლის მეურნეობაში", თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საბავშვო უნივერსიტეტის ქიმიის ლაბორატორიას რუსთავის მე-11 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მათი პედაგოგი ხათუნა ტალახაძე ეწვივნენ.
ლაბორატორიაში ჩატარდა სახალისო ლექცია რომელიც ქიმიის მნიშვნელობას მიეძღვნა, რა კავშირია ქიმიასა და მედიცინას, ქიმიას და სოფლის მეურნეობას შორის. სკოლის მოსწავლეებისთვის ჩატარდა სახალისო ექსპერიმენტები: ვულკანი, უალკოჰლო სასმელების დამზადება, ყვავილების შეფერადება, რძეზე ხატვა და ა.შ. რომლებშიც მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული.